ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა თბილისში

26 ივლისი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადას (IChO-48) მასპინძლობს.

ილიმპიადაში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება 73 ქვეყნის 535 წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის მოსწავლეებთან ერთად მენტორებიც და სამეცნიერო დამკვირვებლები არიან.

ოლიმპიადის ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართულები აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, მეცნიერები და პროფესორ-მასწავლებლები.

IChO-48 24 ივლისს გაისხნა და 1 აგვისტოს დასრულდება.

26 და 29 ივლისს თბილისის კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართება პრაქტიკული და თეორიული ტურები.

ოლიმპიადის დღეებში, გარდა სამეცნიერო თეორიული და პრაქტიკული აქტივობისა, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილია არა ერთი კულტურული ღონისძიება, მათ შორის ექსკურსიები.

პირველად ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა 1968 წელს, ჩეხოსლოვაკიაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ სამი ქვეყნის 18-მა მონაწილემ მიიღო.

მსგავსი სიახლეები