ქირურგიული ოპერაცია — ტიტანის ანატომიური ბლოკირებული ფირფიტის გამოყენებით მეტალოოსტეოსინთეზი
20 იანვარი 2025
ეს ის ქათქათა ფიფქიაა, რომელიც გამოჯანმრთელებული ჩვენი კლინიკის გუნდის ახალ წევრებთან პირველ შეხვედრას დაესწრო.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმში ძაღლს, სახელად მილქის, დაუდგინდა ბარძაყის ძვლის დისტალური ეპიფიზიოლიზი, რომელიც კლასიფიცირდება როგორც Salter-Harris V ტიპი.
მილქის ჩაუტარდა რთული ქირურგიული ოპერაცია — ტიტანის ანატომიური ბლოკირებული ფირფიტის გამოყენებით მეტალოოსტეოსინთეზი, რაც ოპტიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ძვლის შეხორცებისთვის კომპანიონ ცხოველებში. ოპერაცია წარმატებით შესრულდა კლინიკის მთავარი ვეტერინარისა და ქირურგიის განყოფილების უფროსის, ლაშა-გიორგი ჯაფარიძის მიერ, რომელსაც აქვს რთული ორთოპედიული ტრავმების მართვის დიდი გამოცდილება. მას ასისტირებას უწევდა კლინიკის ვეტერინარი ბარბარე ქურციკიძე.
ანესთეზიის პროცესზე, რომელიც ქირურგიული ოპერაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეტაპია, ზრუნავდა ნათია რობაქიძე. ის უზრუნველყოფდა მილქის უსაფრთხოებასა და კომფორტს ოპერაციის განმავლობაში.
პოსტს თან ერთვის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომი რენტგენოგრაფიული გამოსახულებები, რომლებიც მკაფიოდ ასახავს ქირურგიული ჩარევის შედეგად მიღწეულ შესანიშნავ პროგრესს.
მილქის რეაბილიტაციის პროცესიც წარმატებით დასრულა — 8 იანვარს მას ჩაუტარდა ფირფიტის მოხსნის ოპერაცია და ამასთანავე, ვეტერინარიუმის გუნდის ახალ წევრებთან შეხვედრასაც დაესწრო
მსგავსი სიახლეები
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026