რა გაკეთდა ვეტერინარიუმში ბოლო 1,5 წლის განმავლობაში
05 ივნისი 2025
რა გაკეთდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმში ბოლო 1,5 წლის განმავლობაში:
განახლებული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე აპარატურა 🩵✨
- სრულად განახლდა კლინიკის ინფრასტრუქტურა, რაც მოიცავდა როგორც სარემონტო სამუშაოებს, ისე თანამედროვე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას. კლინიკის რეაბილიტაციასა და ტექნიკურ აღჭურვას მოხმარდა 260 000 აშშ დოლარზე მეტი, საიდანაც USAID-ის მხარდაჭერა დაახლოებით 140 000 დოლარს, ხოლო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ინვესტიცია კი 120 000 დოლარზე მეტს შეადგენდა
- 2025 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიერ ვეტერინარიუმის დამატებით თანამედროვე აპარატურით შესყიდვისთვის კიდევ განხორციელდა 145 000 აშშ დოლარის ინვესტიცია
კადრების პროფესიული გადამზადება 📚📋
- 2024-2025 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიერ თანამშრომლების საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებზე გადამზადებისათვის გამოიყო 20 000 აშშ დოლარამდე. კლინიკის ექიმები გადამზადებას/პრაქტიკას გადიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში, ლუქსემბურგში, ესპანეთში, პორტუგალიასა და ესტონეთში
სტრუქტურული ცვლილებები და რებრენდინგი ♾️🩵
- კლინიკაში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები: ჩამოყალიბდა ქირურგიული და თერაპიული განყოფილებები, დაინიშნენ ახალი მთავარი ვეტერინარები და გუნდი დაკომპლექტდა ახალი წევრებით
- კლინიკისთვის შეიქმნა ახალი ლოგო და შეირჩა სახელწოდება - ვეტერინარიუმი, რაც ლათინური ნეოლოგიზმია და დამკვიდრებულია როგორც ვეტერინარიის სამყაროს, ვეტერინართა ადგილის აღმნიშვნელი ცნება
დანერგილი ახალი სერვისები (არასრული სია)🐾🩻🧪
კლინიკაში დაინერგა მთელი რიგი ახალი მნიშვნელოვანი სერვისები, მათ შორის:
- TPLO (Tibial Plateau Leveling Osteotomy) არის ქირურგიული პროცედურა, რომელიც გამოიყენება კატებსა და ძაღლებში ჯვარედინი იოგის გაწყვეტის სამკურნალოდ, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ორთოპედიული ტრავმა დიდ ჯიშებში. TPLO საერთაშორისოდ მიჩნეულია ოქროს სტანდარტად
- ორთოპედიული ქირურგიის სხვა მთელი რიგი ოპერაციები (ოსტეოსინთეზი, იოგის პროთეზირება, დიდი წვივის ქედის ტრანსპოზიცია და სხვა)
- ნეიროქირურგია (ხერხემლის ფიქსაცია, ხერხემლის დისკექტომია)
- ლაპაროსკოპიული სტერილიზაცია
- ენდოსკოპიური პროცედურები: ბრონქოსკოპია, გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, ცისტოსკოპია, რინოსკოპოა, ოტოსკოპია, უცხო სხეულის ევაკუაცია
- მუცლის ღრუს ულსტრასონოგრაფია (ექოსკოპია)
- გულის ულტრასონოგრაფია (გულის სკრინინგი)
- ახალი ლაბორატორიული კვლევები (C-რეაქტიული ცილა, გულის უკმარისობის მარკერი, D-დიმერი, კორტიზოლი, პანკრიასული ლიპაზა, პროგესტერონი, გლიკოჰემოგლობინი, თირეოიდული ჰორმონები, სისხლის თავსებადობის ტესტი და სხვა)
კლინიკის როლი განათლებასა და კვლევაში 🎓📊
გაიზარდა კლინიკის ჩართულობა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევით პროცესებში, მაგალითისთვის:
- განხორციელდა ქირურგიული საგნების რეფორმა: განახლდა შინაარსი, სწავლების მეთოდები და პრაქტიკული მეცადინეობების ნაწილი ხორციელდება კლინიკაში
- შემუშავდა ახალი საგანი „პრაქტიკა ვეტერინარულ კლინიკაში“ (დარგობრივი პრაქტიკა 1), რომლის ფარგლებში სტუდენტები პრაქტიკას გადიან კლინიკის როგორც თერაპიულ, ისე ქირურგიულ განყოფილებებში
- განახლდა წვრილი ცხოველების შინაგანი მედიცინის კურსი, რომლის ფარგლებში პრაქტიკული მეცადინეობების ნაწილი ტარდება კლინიკაში
- სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში და შეთანხმებით, შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ საინტერესო ქირურგიულ ოპერაციებს
- სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ კლინიკის დახმარებით განახორციელონ თავიანთი კვლევა
პირველად საქართველოში - ვეტერინარიუმში🔥
საქართველოში პირველად სწორედ ვეტერინარიუმში ჩატარდა ისეთი შთამბეჭდავი ოპერაციები, როგორებიცაა:
- კიდურის პროტეზირება - Intraosseous Transcutaneous Amputation Prosthesis (ITAP)
- კვირისტავის ჭაღის ენდოპროტეზირება - Patellar Groove Replacement (PGR), ასევე ბარძაყის და დიდი წვივის სოლისებური ძვალკვეთის მეთოდით დეფორმაციების კორექცია
- კისრის 6-7 მალების სპონდილოდეზი - ოპერაცია ჩატარდა თანამედროვე მასალებით (პოლიეთერეთერკეტონის (PEEK) კისრის ქეიჯი და ტიტანის ფირფიტა), დიაგნოზი: Wobbler Syndrome
სწორედ ამიტომ ჩვენ ვეტერინარიუმს ვხედავთ როგორც ვეტერინარული მედიცინის კონგლომერატს, რომელიც აერთიანებს სერვისებს, განათლებასა და კვლევას 🩵 ამჟამად, ონკოლოგიისა და კარდიოლოგიის მიმართულებების განვითარებაზე ვმუშაობთ.




მსგავსი სიახლეები

03 ივლისი 2025
ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალურ მიღება

30 ივნისი 2025
ანა ქუმსიშვილმა, წარმატებით დაასრულა (ESAVS)-ის ონკოლოგიის პროგრამა

09 ივნისი 2025
დალმატინელი ნენსი პარვოვირუსული ენტერიტის დიაგნოზით

30 მაისი 2025
გერმანულ ნაგაზს, ზიგის, დაუდგინდა სხივ-იდაყვის ძვლის დისტალური ნაწილი მოტეხილობა.

24 მაისი 2025