რა გაკეთდა ვეტერინარიუმში ბოლო 2 წლის განმავლობაში

08 იანვარი 2026

რა გაკეთდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმში ბოლო 2 წლის განმავლობაში.

ინფრასტრუქტურის სრული განახლება.

ვეტერინარიუმში განხორციელდა 500 000 აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურის სრულ განახლებისა და თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურის შეძენისათვის.

კადრების საერთაშორისო გადამზადება:

  • კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მხარდაჭერით, ვეტერინარიუმის თანამშრომელთა საერთაშორისო გადამზადებისათვის გამოიყო 22 000 აშშ დოლარზე მეტი. კლინიკის ექიმებმა პროფესიული გადამზადება და პრაქტიკა გაიარეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში, ლუქსემბურგში, ესპანეთში, პორტუგალიასა და ესტონეთში
  • დაფუძნდა ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდი. 2026 წლისთვის უკვე დაგეგმილია ESAVS-ის (European School of Advanced Veterinary Studies) საერთაშორისო ვეტერინარული პროგრამებით თანამშრომელთა გადამზადება, ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში 7-კვირიან ინტენსიურ პრაქტიკულ კურსზე თანამშრომელთა გაგზავნა, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა და კვლევითი ვიზიტები
  • ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდთან ერთად კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი გააგრძელებს ინვესტირებას თანამშრომელთა განათლებასა და კვლევით საქმიანობაში

დანერგილი ახალი სერვისები.

შედეგად, ბოლო 2 წლის განმავლობაში კლინიკაში დაინერგა არაერთი მნიშვნელოვანი ახალი სერვისი (არასრული ჩამონათვალი):

  • ლაპაროსკოპიული სტერილიზაცია
  • ენდოსკოპიური პროცედურები: ბრონქოსკოპია, გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, ცისტოსკოპია, რინოსკოპია, ოტოსკოპია, უცხო სხეულის ევაკუაცია
  • მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია)
  • გულის ულტრასონოგრაფია (გულის სკრინინგი)
  • კარდიოლოგიური სერვისები
  • ახალი ლაბორატორიული კვლევები: PCR კვლევები, C-რეაქტიული ცილა, გულის უკმარისობის მარკერი, D-დიმერი, კორტიზოლი, პანკრეასული ლიპაზა, პროგესტერონი, გლიკოჰემოგლობინი, თირეოიდული ჰორმონები, სისხლის თავსებადობის ტესტი და სხვა
  • TPLO (Tibial Plateau Leveling Osteotomy) - ქირურგიული მეთოდი კატებსა და ძაღლებში წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის სამკურნალოდ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ორთოპედიულ დაზიანებას წარმოადგენს, განსაკუთრებით დიდი ჯიშების ცხოველებში. TPLO საერთაშორისოდ აღიარებულია როგორც ოქროს სტანდარტი
  • ორთოპედიული ქირურგიის სხვა ოპერაციები: ოსტეოსინთეზი, იოგის პროთეზირება, დიდი წვივის ქედის ტრანსპოზიცია და სხვა
  • ნეიროქირურგია: ხერხემლის ფიქსაცია, ხერხემლის დისკექტომია

ვეტერინარიუმი გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ქვეყნის ვეტერინარიის რეალურ და ხარისხიან განვითარებაში.

VETERINARIUM Logo CMYK PRINT Page 0001