რალფ მიუნხის მასტერ-კლასი კვების ტექნოლოგიის სტუდენტებს

11 ივნისი 2015

9 ივნისს კამპუსის მუზეუმის საპრეზენტაციო დარბაზში კომპანია ზედაზენის ტექნოლოგი რალფ მიუნხი (გერმანია) და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ბილანიშვილი კვების ტექნოლოგიის სტუდენტებს შეხვდნენ.

გერმანელმა სტუმარმა კვების ტექნოლოგიის მეორე კურსელ სტუდენტებს წაუკითხეს ლექცია ლუდის ხარშვის ტექნოლოგიურ თავისებურებებსა და ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდებზე, რომლებიც ხორციელდება "ზედაზენში".

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა ლუდის ნედლეულის დამუშავებაზე და შემდგომ ტექნოლოგიურ პროცსებზე.

სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები, რომლებიც ეხებოდა საწარმოო პროცესებს, კერძოდ ფერმენტაციასა და პასტერიზაციას, აგრეთვე, ხარისხის კონტროლის ინსტრუმენტალურ მეთოდებს, მიკრობიოლოგიური კონტროლის მნიშვნელობას საწარმოში და სხვა მნიშვნელოვან თემებს, რომელზეც ტუმარმა ამომწურავად უპასუხა.

მსგავსი სიახლეები