რამაზ ქაცარავას საჯარო ლექცია კამპუსში

16 აპრილი 2015

16 აპრილს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა, რამაზ ქაცარავამ, წაიკითხა ლექცია თემაზე: არაკანონიკური მაკრომოლეკულური სისტემები ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე.

შეხვედრა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიოლოგიის კლუბის ორგანიზებით გაიმართა.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიოლოგიის კლუბის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, პროფესორები წაიკითხავენ შემეცნებით ლექციებს მათ ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევებთან დაკავშირებით.

ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ. ლექციები საინტერესო იქნება, როგორც ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე პირველკურსელებისათვის, რომლებსაც ჯერ არ აურჩევიათ მომავალი სპეციალობა და, უბრალოდ, ბიოლოგიის სხვადასხვა დარგით დაინტერესებულთათვის.

მსგავსი სიახლეები