რესპუბლიკური კონფერენცია ნიადაგმცოდნეობაში

22 ივლისი 2015

17 ივლისს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა მესამე რესპუბლიკური კონფერენცია ნიადაგმცოდნეობაში, რომელიც მიეძღვნა ნიადაგების საერთაშორისო 2015 წელს. კონფერნეცია ჩატარდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის და საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების ინიციატივით.

კონფერნეციის ჩატარებაში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გარდა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებმა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკური, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტებმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრმა, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კონფერნცია შესავალი სიტყვით გახსნა რექტორმა ლაშა გოცირიძემ.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პლენარულ სხდომაზე წაკითხულმა მოხსენებებმა: საქართველოს ნიადაგები: მდგომარეობა, პერსპექტივები (აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე), საქართველოს მიწის რესურსები: თანამედროვე მდგომარეობა და გამოყენების პერსპექტივები (საქართველოს ს/მ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, ს/მ მეცნიერებათა კანდიდატი ჯემალ მაჭავარიანი, რუსუდან ფირცხალავა), საველე სკოლა ნიადაგმცოდნეობაში (ს/მ მეცნიერებათა კანდიდატი თამარ ქვრივიშვილი, რუსუდან კახაძე).

კონფერნეციის აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები.

მსგავსი სიახლეები