ღია კარის დღე

23 სექტემბერი 2014

ძვირფასო მშობლებო, მასწავლებლებო და დაინტერესებულო პირებო, ვინც გულშემატკივრობთ თქვენს აბიტურიენტ შვილებს, მოსწავლეებს, ან მეგობრებს, აგრარული უნივერსიტეტი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, მოხვიდეთ ჩვენთან და გაეცნოთ სასწავლო გარემოს და პირობებს, შეხვდეთ უნივერსიტეტის მენეჯმენტს, გაიგოთ ყველაფერი დაფინანსების სისტემების და კონკურსების შესახებ, რაც წელს იგეგმება აბიტურიენტებისათვის.

ვისაც გაქვთ სურვილი, რომ 28 თებერვალს მოხვიდეთ აგრარულ უნივერსიტეტში ღია კარის დღეზე და მიიღოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია, გთხოვთ, შევასოთ სარეგისტრაციო ფორმა ამ ბმულზე.

ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ, მობრძანდეთ 28 თებერვალს, 13:45-ზე.

მისამართი: კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, აღმაშენებლის ხეივანი #240

მსგავსი სიახლეები