რობოტიკა და ხელოვნური ინტელექტი

10 მაისი 2015

11 მაისს, 16:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში ირაკლი ბერიძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: რობოტიკა და ხელოვნური ინტელექტი - უსაფრთხოების საკითხები.

ირაკლი ბერიძე გაეროს საერთაშორისო დანაშაულებათა და სამართლის ცენტრის (UNICRI) სტრატეგიისა და პოლიტიკის მთავარი მრჩეველია. 

მუშაობდა დირექტორის მოადგილედ და განსაკუთრებული პროექტების ოფიცერად ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში, რომელთან ერთად 2013 წელს მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია - ქიმიური იარაღის ლიკვიდაციაზე ფართომასშტაბიანი მუშაობისათვის.

ირაკლი ბერიძეს აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღის გავრცელების შეზღუდვის, განიარაღებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების, ანტიტერორიზმის, უსაფრთხოების მართვისა და უახლესი ტექნოლოგიების მიმართულებით.

2013 წლიდან ხელმძღვანელობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღის რისკების შემცირების საერთაშორისო პროგრამას, სადაც კოორდინირებას უწევს 50-ზე მეტი ქვეყნის უსაფრთხოების ამაღლების პროექტებს. 

2014 წლიდან მისი ინიციატივით შეიქმნა გაეროს შეიარაღებული რობოტიკისა და ხელოვნური იტელექტის პირველი პროგრამა, რომლის განხორციელებაზეც ამჟამადაც მუშაობს. 

ირაკლი ბერიძე, ასევე, კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, განიარაღების, ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო გამოყენებისა და ავტონომიური იარაღის სისტემების შესახებ. 

გამოქვეყნებული აქვს თემატური სტატიები უსაფრთხოებისა და ავტონომიური რობოტიკის თემებზე. 

დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები