ღვინის დეგუსტაცია კამპუსში

21 აგვისტო 2016

აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მე-4 კურსის სტუდენტებმა შთამბეჭდავი ღვინის დეგუსტაცია - "ფესტივალის იმიტაცია" მოაწყვეს.

მათი დაყენებული ღვინოები შეაფასეს მოწვეულმა სტუმრებმა: ღვინის კომპანიის წარმომადგენლებმა, სოფლის მეურნების მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - გიორგი სამანიშვილმა, ასევე ლექტორებმა და აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. შეფასდა ასევე მათ მიერ შექმნილი ეტიკეტები, მარკეტინგული ხედვა და კომუნიკაციის უნარი. გამოვლინდა რამდენიმე გამარჯვებული ჯგუფი სხვადასხვა კატეგორიაში რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები.

მსგავსი სიახლეები