საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მაგისტრანტი საერთაშორისო კონფერენციაზე

23 ივლისი 2018

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთიბლივი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა ვახტანგ თედიაშვილმა მონაწილეობა მიიღო იუპაკის ეგიდით გამართულ პრესტიჟულ კონფერენციაში 17th Polymers and Organic Chemistry Conference, რომელიც გაიმართა მონპელიეში, (საფრანგეთი).
ვიზიტი სრულად დაფინანსდა მაგისტრანტთა კვლევითი გრანტით (შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი), ხოლო კვლევა ჩატარდა, როგორც მაგისტრანტა კვლევითი გრანტის, ასევე ფოლკსვაგენის გრანტის „Novel polymer Electrolyte Membranes for Fuel Cell Application” (Az: 93 331) ფარგლებში.
ვახტანგ თედიაშვილმა წარადგინა პოსტერი Synthesis and Characterization of Novel Poly (phenyl sulfone)s for PEMFCs.

მსგავსი სიახლეები