საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა

17 თებერვალი 2015

24 თებერვალს, 13:45 საათზე, გიწვევთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღეზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში. 

პირველად საქართველოში, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები გთავაზობთ ერთობლივ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ინოვაციურ სამაგისტრო პროგრამას ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის მიმართულებით. 

პროგრამის მიზანია, ინდივიდუალური კვლევების ხელშეწყობა, რათა მაგისტრანტმა მაქსიმალურად მოახერხოს თავისი პროფესიული მიზნების რეალიზება და შესაბამისად დაგეგმოს სასწავლო პროცესი.

ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ შევიმუშავეთ ინდივიდუალური კურიკულუმი საგნების არჩევის ფართო შესაძლებლობით. პროგრამის კრედიტების ნახევარზე მეტი ეთმობა პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს, რომლებიც გათვლილი იქნება თქვენს ინდივიდუალურ ინტერესებზე.

თქვენ შეხვდებით პროგრამის ხელმღვანელს, ლექტორებს, რომლებიც ისაუბრებენ/მოგიყვებიან ინოვაციური პროგრამის სპეციფიკის, სასწავლო გარემოს, დასაქმების პერსპექტივებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ; ასევე, ჩაგიტარდებათ ტური კამპუსში, რომლის ფარგლებშიც დაათვალიერებთ სასწავლო გარემოსა და სამუშაო ლაბორატორიებს. 

ვისაც გაქვთ სურვილი, რომ 24 თებერვალს მოხვიდეთ კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ღია კარის დღეზე და მიიღოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

მსგავსი სიახლეები