სადოქტორო პროგრამის სტუდენტების წარმატება

05 მარტი 2018

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი საბუნებისმეტყველო სადოქტორო პროგრამის სტუდენტები, თემურ ქანთარია და თენგიზ ქანთარია მიწვეულები იყვნენ პარიზში, საერთაშორისო კონფერენციაზე „EuroSciCon Conference on Chemistry 2018”.
ვიზიტი დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნირო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის საგრანტო კონკურსით.
 
ძმებმა ქანთარიებმა წარადგინეს სასტენდო მოხსენებები (პოსტერები) საკუთარი სადისერტაციო კვლევების შესახებ.
 
კონფერენციაზე თემურ ქანთარია დააჯილდოვეს „საუკეთესო პოსტერის ჯილდოთი“.
 
ძმები ქანთარიები ასევე მიიწვიეს შემდეგ კონფერენციაზე, რომელიც 2019 წელს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები