საერთაშორისო მე-16 კონფერენციას ბიოლოგიაში

28 ივნისი 2017

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა უმასპინძლა საერთაშორისო მე-16 კონფერენციას ბიოლოგიაში: უსაფრთხო პარაზიტების მიკრობული და ნემატოდური კონტროლი. კონფერენცია დაფუძნებულია ბიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOBC-WPRS) მიერ, რომელიც შექმნილია 1959 წელს. კონფერენციაში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს ამ ორგანიზაციის როგორც წევრი, ისე არაწევრი 100-მდე ცნობილი მეცნიერი და მკვლევარი. საქართველომ აღნიშნულ სამეცნიერო ღონისძიებას პირველად უმასპინძლა. ის ჩატარდა საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისა და ბიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOBC-WPRS) ერთობლივი ორგანიზებით.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია.

მსგავსი სიახლეები