საერთაშორისო საველე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

17 აპრილი 2014

 

15-17 აპრილს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტმა საერთაშორისო საველე სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია - „ნიადაგების კლასიფიკაციის აქტუალური პრობლემები" გამართა.

ღონისძიება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ადგილობრივი მეცნიერების გარდა, კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ ნიადაგმცოდნეები ავსტრიიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან.

ველზე გასვლამდე აუდიტორიამ რამდენიმე მოხს
ენება მოისმინა:

• აკადემიკოს თენგიზ ურუშაძის - „საქართველოს ნიადაგები - გუშინ, დღეს, ხვალ";
• პროფესორ ვიფრიდ ბლუმის (ავსტრია) - „ნიადაგის ხარისხი ევროპაში და მდგრადი სოფლის მეურნეობა";
• პროფესორ პეტერ შადის (გერმანია) - "ნიადაგების რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზა, როგორც ნიადაგების კლასიფიკაციის საერთაშორისო სისტემა".

სამი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა ნიადაგს:
კიკეთის მიდამოებში (ყომრალს), მდინარე ხრამის აუზში (რუხ-ყავისფერს), წყალტუბოსთან (სუბტროპიკულ ეწერს), ლიხის ქედზე (ყვითელ ყომრალს), წეროვანთან (მდელოს-ყავისფერს) და ქარსანის და ლისის ტბის მიდამოებში (ყავისფერს).


დასკვნით სხდომაზე შეჯერდა შეხედულებები ნიადაგების თავისებურებებასა და კავშირზე ნიადაგების თანამედროვე საერთაშორისო კლასიფიკაციასთან, რასაც აქვს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა ქვეყნის ნიადაგების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების საქმეში.

მსგავსი სიახლეები