საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ნიადაგმცოდნეობაში

07 ივლისი 2013

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტს ინიციატივით, 2013 წლის 8-13 ივლისს ჩატარდება საერთაშორისო საზაფხულო  სკოლა ნიადაგმცოდნეობაში. 

 

სკოლის მოწვეული პროფესორები არიან:

  • პროფესორი თენგიზ (გიზო) ურუშაძე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების პრეზიდენტი, ესპანეთის (ბარსელონა) მეცნიერების და ხელოვნების სამეფო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. საზღვარგარეთის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, საერთაშორისო ჟურნალ “აგრარულ მეცნიერებათა მაცნეს” მთავარი რედაქტორი. სხვადასხვა დროს  კითხულობდა ლექციებს გერმანიაში (დრეზდენის უნივერსიტეტი) და ავსტრიაში (ბუნებრივი რესურსების და სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტი). სახელმძღვანელოს "ნიადაგების გეოგრაფია ნიადაგმცოდნეობის საფუძვლებით" თანაავტორი. 
  • პროფესორი ვინფრიდ ბლუმი (ავსტრია) - ბუნებრივი რესურსების და სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო კავშირის გენერალური მდივანი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. სახელმძღვანელოს "ნიადაგების გეოგრაფია ნიადაგმცოდნეობის საფუძვლებით" თანაავტორი.
  • პროფესორი ნიკოლა სენეზი (იტალია)– ბარის უნივერსიტეტის კათედრის გამგე, ევროპის ნიადაგმცოდნეთა კავშირის პრეზიდენტი, სხვადასხვა უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, ნიადაგმცოდნეობის დარგში წამყვანი ჟურნალების სარედაქციო ჯგუფის წევრი.
  • პროფესორი ანატოლი ბალუევი (უკრაინა)- სიცოცხლის და გარემოს მეცნიერებათა ნაციონალური უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგე, უკრაინის ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების პრეზიდენტი

 

სკოლის მონაწილეები

საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მსმენელის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს  45 სტუდენტი ავსტრიიდან (ბუნებრივი რესურსების და სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტი), უკრაინიდან (სიცოცხლის და გარემოს მეცნიერებათა ნაციონალური უნივერსიტეტი), საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

სალექციო თემები 

  • “საქართველოს ნიადაგები: შესწავლის მდგომარეობა და პერსპექტივები” აკადემიკოსი თენგიზ (გიზო) ურუშაძე:
  • “ნიადაგის განვითარება, ნიადაგის ფუნქციები და პროცესები ატმოსფეროს სისტემის ნიადაგურ საფარში” პროფესორი ვიფრიდ ბლუმი (ავსტრია)
  • “ნიადაგი და კლიმატის შეცვლა” – პროფესორი ნიკოლა სენეზი (იტალია).
  • “უკრაინის ნიადაგური საფარის მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებები”- პროფესორი ანატოლი ბალაევი (უკრაინა)

სკოლის მიზანია საქართველოს ძირითადი ნიადაგების გაცნობა. სკოლის მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ნიადაგებს: ყავისფერი და მდელოს-ყავისფერი (თბილისის მიდამოებში), რუხი და მდელოს-რუხი (კაზრეთის მიდამოებში), მთა-მდელოს (ჯვრის უღელტეხილზე და სტეფანწმინდას მიდამოებში);  ყომრალი (ბაკურიანის მიდამოებში), მთა-მდელოს (წყრა-წყაროზე), ყვითელ-ყომრალი (სურამის ქედზე), ყვითელმიწა (ქუთაისის მიდამოებში), ჭაობიანი (ფოთის მიდამოებში), წითელმიწა (მწვანე კონცხზე), ყვითელმიწა-ეწერი (აჯამეთის ნაკრძალში), შავი (ხაშურის მიდამოებში / სოფელი ოსიაური).

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები