საერთაშორისო სემინარი აგრარული უნივერსიტეტის ვეტ-კლინიკაში

21 თებერვალი 2015

"Human GmbH" (გერმანია), "ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია" და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტი 22 თებერვალს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის კლინიკის ბაზაზე, ატარებენ საერთაშორისო სემინარს თემაზე: "თანამედროვე ვეტერინარული სამედიცინო–დიაგნოსტიკური ლაბორატორია – მიღწევები, პერსპექტივები, უახლესი ტექნოლოგიები"

საერთაშორისო სემინარს უხელმძღვანელებენ: "ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯიას" პრეზიდენტი ზურაბ ბრელიძე, აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ვეტერინარული კლინიკის კლინიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი ეკატერინე ღვალაძე, "ახალი ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების" ხელმძღვანელი ნანა მირცხულავა da "ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯიას" დამფუძნებელი გიორგი ხაჭაპურიძე.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: "Human GmbH"-ის საერთაშორისო ექსპერტი კლინიკურ ბიოქიმიაში– გაბრიელა მოოსი, "Human" GmbH-ის ახალი ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალფრედ კრუგი, "საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის" ხელმძღვანელი პროფ. დავით გოდერძიშვილი, "საქართველოს წვრილ ცხოველთა ვეტერინარული ასოციაციის" ხელმძღვანელი ელენე ჭიჭინაძე, გერმანული კომპანია "SIFIN" GmBh"-ის საერთაშორისო ექსპერტი ბაქტერიოლოგია-მიკრობიოლოგიაში რონალდ რაში და ვეტერინარული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია "Ballya Bio" (ტაივანი) წარმომადგენელი კიკო ჩენი.

სემინარზე წარმოდგენილი იქნება 6 მოხსენება. მსურველებისთვის ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები.

მსგავსი სიახლეები