საერთაშორისო წარმატება

16 დეკემბერი 2013

16 დეკემბერს პარიზში OIV (ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის) ოფისში აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის ვაზის გენოფონდის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, პროფესორ დავით მაღრაძეს საზეიმოდ გადაეცა OIV -ს სპეციალური პრიზი მევენახეობის კვლევაში განსაკუთრებული წვლილისათვის. ამ პრიზით აღინიშნა  ვაზის გენოფონდის კვლევის ლაბორატორიის მიერ ბოლო წლებში COST Action FA1003 (აღმოსავლეთ-დასავლეთის თანამშრომლობა ვაზის მრავალფეროვნების აღწერისა და სელექციისათვის ადაპტური ნიშნების მობილიზაციისათვის) პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაო. აღნიშნული სამუშაოს დაგვირგვინება იყო ამპელოგრაფიული კატალოგის გამოცემა 2012 წელს სახელწოდებით Caucasus and northerm black Sea Ampelography.

მსგავსი სიახლეები