საერთაშრისო საველე სკოლა მეტყევეობაში
19 სექტემბერი 2014
აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის ინიციატივით, 10 დღის განმავლობაში (22 სექტემბერი - 1 ოქტომბერი) ტარდება საერთაშორისო საველე სკოლა მეტყევეობაში - „მდგრადი ტყის ბიომრავალფეროვნების მართვა სამხრეთ კავკასიაში“.
საველე სკოლის გაიხსნება 22 სექტემბერს, 10:00 საათზე, 412-ე აუდიტორიაში.
პროექტის დამფინანსებელია Volkswagen Foundation (გერმანია), პარტნიორი - დრეზდენის უნივერსიტეტი.
აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია მეტყევეობაში ახალგაზრდა მეტყევეების ცოდნის ამაღლება და დარგში უახლესი ტენდეციების გაზიარება.
სკოლაში მონაწილეობენ როგორც აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე, ახალგაზრდა მეტყევეები გერმანიიდან, ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან.
აგრარული უნივერსიტეტის მხარე წარმოდგენილი იქნება სატყეო სპეციალობის საკმაოდ აქტიური სტუდენტებით.
გარდა ლექციებისა, დაგეგმილია საველე გასვლები ლაგოდეხის, ბორჯომ-ხარაგოულის, კოლხეთის, მტირალას ეროვნულ პარკებში, აჯამეთის აღკვეთილში, სტეფანწმინდს, ბაკურიანის და გონიოს მიდამოებში.
საველე სკოლის დახურვა ჩატარდება 1 ოქტომბერს, 10:00 საათზე 412-ე აუდიტორიაში.