საგრანტო ხელშეკრულება

23 იანვარი 2017

საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა კასელის უნივერსიტეტთან (გერმანია) ერთად გაიმარჯვა ფოლკსვაგენის ფონდის საგრანტო კონკურსში. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, ვახტანგ ლეჟავამ, კასელის უნივერსიტეტის ორგანული სოფლის მეურნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ანგელიკა პლოგერმა და აგრარული და საბუნებისმეტყველო სკოლის დეკანმა, თეო ურუშაძემ ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას. პროექტი მიზნად ისახავს ერთობლივი სტრუქტურული სადოქტორო პროგრამის შემუშავებას მდგრადი სოფლის მეურნეობისა და სასურსათო სისტემების მიმართულებით, რომლის დასრულების შემდეგ მომზადდება ერთობლივი საპროექტო განაცხადი ინიცირებული სადოქტორო პროგრამის განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების მისაღებად.

მსგავსი სიახლეები