საინჟინრო ტექნოლოგიური სკოლის დოქტორანტებმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს
18 მარტი 2024
სადოქტორო საგრანტო კონსურსში გაიმარჯვეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური სკოლის ორმა დოქტორანტმა. სადოქტორო საგრანტო კონკურსი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტია.
ისინი 3 წლის განმავლობაში სადოქტორო ნაშრომის შესასრულებლად იმუშავებენ იულიხის ინჟინერიისა და ანალიტიკის ცენტრალურ ინსტიტუტში (Central Institute of Engineering and Analytics, ZEA):
- გიორგი კაკაბაძე, მექანიკის ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, იმუშავებს ZEA-1 Engineering and Technology ინსტიტუტში თემაზე „ოპტიკური სისტემების გამოსახულების ხარისხზე თერმო-მექანიკური ზეგავლენის მინიმიზაცია.“
- რატი ჩხეტია, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, იმუშავებს ZEA-2 Electronic Systems ინსტიტუტში თემაზე „ნიადაგის საკვლევი მაღალი გარჩევის უნარიანობის GPR მონიტორინგის სისტემის ოპტიმიზაცია და დამოწმება.“
დოქტორანტების გერმანიაში 3 წლის განმავლობაში ყოფნა ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის მიერ.


მსგავსი სიახლეები

02 მაისი 2025
ნიკა ფუტკარაძემ სწავლა გააგრძელა დარმშტადტის ტექნიკურ უნივერსიტეტში

28 ნოემბერი 2024
ნოდარ ვაშაყმაძე სწავლას აგრძელებს Budapest University of Economics and Technology-ში

26 სექტემბერი 2024
ბაუმერმა პირველკურსელებს სასწავლო გრანტი გადასცა

16 სექტემბერი 2024
დემეტრე რამიშვილი ისწავლის Budapest University of Technology and Economics-ში

05 ივლისი 2024