საჯარო ლექცია
08 აპრილი 2014
აგრარულ უნივერსიტეტში გრძელდება გელა თევზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პროექტი "ერთადერთი დედამიწა".
ლექციათა ციკლი ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, გელა თევზაძის ხსოვნას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების განვითარებასა და წარმატებაში.
პროექტის ფარგლებში სამშაბათს, 8 აპრილს 14:00 საათზე აუდიტორია #113-ში ჩატარდება აკადემიკოს თენგიზ ურუშაძის საჯარო ლექცია "საქართველოს ნიადაგები - სიამაყე და ტკივილი".