საჯარო ლექცია: SciFinder - შერჩევა ქიმიური კვლევებისათვის

17 ნოემბერი 2015

19 ნოემბერს 15:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 113-ე აუდიტორიაში Chemical Abstract Service-ის რეგიონული მარკეტინგის მენეჯერი კავკასიაში, დოქტორი ტეტიანა ხრისტოვა ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე „SciFinder - შერჩევა ქიმიური კვლევებისათვის".

SciFinder® წარმოადგენს ერთ-ერთ უმძლავრეს ვებ აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც ხორციელდება წვდომა მსოფლიოს ყველაზე მაღალ რეიტინგულ ჟურნალებთან და ნაერთთა მონაცემთა ბაზებთან.

ტეტიანა ხრისტოვა მსმენელებს გააცნობს ზოგადად ვებ აპლიკაცის SciFinder, ხოლო შემდგომ რამდენიმე კონკრეტულ მაგალითის განხილვით მოახდენს SciFinder სერვისის დემონსტრირებას.

აღნიშნული სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ ქიმიის სხვადასხვა დარგების, ბიოქიმიის, ბიოლოგიისა და მედიცინის დარგებში მომუშავე მეცნიერ-მკვლევარებს.

დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები