საჯარო ლექციების ციკლი
05 მაისი 2014
აგრარულ უნივერსიტეტში გრძელდება გელა თევზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი - ერთადერთი დედამიწა.
პროექტი ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, გელა თევზაძის ხსოვნას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აგრარული და თავისუფალიუნივერსიტეტების განვითარებასა და წარმატებაში.
ლექციათა ციკლის ფარგლებში, 7 მაისს, 14.00 საათზე #113 აუდიტორიაში ჩატარდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ალექსანდრე დიდებულიძის საჯარო ლექცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა და გლობალიზაცია”.
დასწრება თავისუფალია.