საჯარო პოლიტიკის ანალიზის სერტიფიცირებული პროგრამა
05 მარტი 2015
თბილისის თავისუფალი, საქართველოს აგარარული და ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტები აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით საჯარო პოლიტიკის ანალიზის სერტიფიცირებულ პროგრამას იწყებენ.
10 მარტს, 14:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) პროგრამის CPPA (Certified Public Policy Analyst) პრეზენტაცია გაიმარტება.
პრეზენტაციას დაესწრებიან აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე რიჩარდ ნეიდერი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი და ჟურანლ ამერიკის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმოხილვის წამყვანი რედაქტორი ჯონ იშიამა.
პროგრამას სემესტრში 15 პროფესიონალი გაივლის.
50 საათიანი კურსის მიზანი მეცნიერებისთვის, საჯარო მოხელეებისთვისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კვლევის თანამედროვე მეთოდების შესწავლაა.
განიხილება ხარისხობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდები. ასევე Policy Memo-ს წერის ტექნიკა.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები განახორციელებენ დამოუკიდებელ კვლევას და წარადგენენ საკუთარ ნაშრომს თემატურ კონფერენციებზე. პროგრამის დასრულების შემდეგ კი მიიღებენ ქართულ-ამერიკულ სერტიფიკატს.
საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეები დაჯილდოვდებიან სტიპენდიით და მიეცემათ თემატურ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
პროგრამა სამ წელს გასტანს და ჯამში მას ექვსი ჯგუფი გაივლის.