სამაგისტრო პროგრამების 8 სტუდენტმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
13 დეკემბერი 2016
აგრარული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების 8 სტუდენტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების კონკურსში გაიმარჯვა!
დაფინანსდა პროექტები:
1. "ვაზის ქართული ჯიშების გამძლეობა ფიტოპლაზმური დაავადებების მიმართ" - კორნელი გახოკიძე, აგრობიოტექნოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტი, სამეცნიერო ხელმძღვანელი ნონა ჩხაიძე
2. "ბროკოლის აგრობიოლოგიური თავისებურებების შესწავლა შიდა ქართლის პირობებში" - რატი მღებრიშვილი, აგრობიოტექნოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტი, სამეცნიერო ხელმძღვანელები ნონა ჩხაიძე, მზია ბერუაშვილი
3. "პესტიციდებითა და სხვა ორგანული ტოქსიკანტებით დაბინძურებული ნიადაგების რემედიაცია სოკოების გამოყენებით" - დიანა ბერია, აგრობიოტექნოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტი, სამეცნიერო ხელმძღვანელი იზოლდა ხოხაშვილი
4. "პესტიციდების გამოყენების ხასიათი და ნოზემას ინფექცია მეთაფლე ფუტკარში (Apis mellifera)" - ნინო ღლონტი, აგრონომიის სპეციალობის მაგისტრანტი, სამეცნიერო ხელმძღვანელი მანანა კერესელიძე
5. "თბილისის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გამოყენებულ პროდუქტებში ტრანს-ცხიმების რაოდენობის დადგენა და არსებული რისკის შეფასება" - ინგა თაბაგარი, სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტი, სამეცნიერო ხელმძღვანელი ლევან გულუა
6. "ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით გამდიდრებული სალათების რეცეპტურის შემუშავება და მათი სენსორული, მარკეტინგული და კვებითი ღირებულების შეფასება" - ია ხაჩიძე, სასურსათო ტექნოლლოგიის სპეციალობის მაგისტრანტი, სამეცნიერო ხელმძღვანელი ლევან გულუა
7. "თანამედროვე ტენდეციის პროდუქტების მიღების ტექნოლოგია ყურძნისა და ღვინის საფუძველზე" - მარიკა ხაჩიძე, სასურსათო ტექნოლლოგიის სპეციალობის მაგისტრანტი, სამეცნიერო ხელმძღვანელი ზაირა შაფათავა
8. "პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის სისტემა" - ნიკა ხელაია, ავტომატიზაცია და მართვის სისტემების სპეციალობის მაგისტრანტი, სამეცნიერო ხელმძღვანელი აკაკი ფაღავა