სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე

01 ივლისი 2015

27 ივნისს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა აგრარული მეცნიერებების, აგრობიოტექნოლოგიისა და საინჟინრო ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე.

შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სამაგისტრო პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები.

ღია კარის დღეზე განხილულკი იყო პროგრამები, სწავლის პირობები და დასაქმების პერსპექტივები.

სტუმრებმა ისაუბრეს კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროებზე და პერსპექტივებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პოტენციური დამსაქმებლები: ABB საქართველო, Chiria, Delta, GTS Electronics, Insta, LSC, RMG Gold, Montage Georgia, თავდაცვის სამინისტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო გარემო, ლაბორატორიები და მუზეუმი.

მსგავსი სიახლეები