სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მიღების ცერემონია
04 ნოემბერი 2026
8 ოქტომბერს ჩატარდა აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მიღების ცერემონია. ცერომონიისთვის ფურშეტი მომზადდა კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულებისა და ლექტორების მიერ დაფუძნებული ქეითერინგისა და კვების ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია Salt.O • სალტ.ო-ს მიერ.
კომპანია სალტოს დამფუძნებლები არიან ირკა ქელეხსაშვილი, თინა ვაშაკძე და ნუცა ბაიაძე. სალტო სპეციალიზდება გასტრონომიული პროექტების განვითარებაში და სთავაზობს ბიზნესებს პროფესიონალურ საკონსულტაციო მომსახურებას, მათ შორის მენიუს კონცეფციის შემუშავებას, სამზარეულოს დაგეგმარებას, პერსონალის შერჩევასა და გადამზადებას, ასევე საოპერაციო პროცესების გამართვას.