სამეცნიერო-პოპულარული ლექციები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

24 აპრილი 2014

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი იწყებს სამეცნიერო-პოპულარულ-შემეცნებითი ლექციების ციკლს საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.

ლექციები ჩატარდება ორ კვირაში ერთხელ. საჯარო ლექციებს წაიკითხავენ დარგის გამოჩენილი მეცნიერები. ლექციის ფორმატი გათვლილია უფროსკლასელ მოსწავლეებზე, არ არის დამოკიდებული ასაკობრივ ჯგუფებზე და ითვალისწინებს როგორც საჯარო ლექციას (30-40 წუთი), ისე ვირტუალურ და ლაბორატორიულ ექსპერიმენტს, ფილმის ჩვენებას და სხვა შემეცნებით აქტივობებს.

აგრარული უნივერსიტეტის პირველი ვიზიტორებისთვის დამატებით ჩატარდება გაცნობითი ტური უნივერსიტეტში, რომლის ფარგლებში სტუმრები დაათვალიერებენ აუდიტორიებს, ლაბორატორიებს, სავარჯიშო დარბაზებს, აკვარიუმს, ვეტერინალურ კლინიკას და ა.შ.

თუ გსურთ მიიღოთ მეტი და საინტერესო ინფორმაცია ქიმიისა და ბიოლოგიის, როგორც მეცნიერების, ისე მისი როლის შესახებ მეცნიერებისა და ტექნიკის, ჯანდაცვის, მედიცინისა და ზოგადად ჩვენი ხვალინდელი დღის სრულყოფაში, თუ გსურთ ფეხი აუწყოთ თანამედროვე გამოწვევებს, ნუ დაიზარებთ და გვესტუმრეთ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

მსგავსი სიახლეები