სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
11 აპრილი 2014
15-17 აპრილს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტი ატარებს საერთაშორისო საველე სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას: „ნიადაგების კლასიფიკაციის აქტუალური პრობლემები".
დაგეგმილია ნიადაგების დემონსტრირება წყნეთის, წყალტუბოს, ლისის ტბის, წეროვნის, ქარსანის მიდამოებში, სურამის უღელტეხილზე, მდინარე ხრამის აუზში.
ველზე გასვლამდე კონფერენციის გახსნის შემდეგ იგეგმება შემდეგი მოხსენებები:
- აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე-„საქართველოს ნიადაგები-გუშინ, დღეს, ხვალ"
- პროფესორი ვინფრიდ ბლუმი (ავსტრია): „ ნიადაგის ხარისხი ევროპაში და მდგრადი სოფლის მეურნეობა";
- პროფესორი პეტერ შადი (გერმანია):"ნიადაგების რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზა როგორც ნიადაგების კლასიფიკაციის საერთაშორისო სისტემა".