სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
13 დეკემბერი 2013
13 დეკემბერს, 12:00 საათზე, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობისა და მევენახეობის ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით „მეღვინეობა - მევენახეობა: მიღწევები და პერსპექტივები“.
კონფერენციაზე შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია:
- სამეცნიერო კვლევებზე;
- სასწავლო პროგრამებზე
- ლაბორატორიულ, საკონსულტაციო და სხვა სახის სერვისებზე
- მომავალ გეგმებზე
ადგილმდებარეობა: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #140 / საკონფერენციო დარბაზი
დრო: 13 დეკემბერი, 2013; 12:00 საათი