სამეცნიერო სიმპოზიუმი ხორბლის სელექციის საკითხებზე

17 მაისი 2018

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა ხორბლის სელექციის საკითხებს. შვეიცარიის ფედერალური ტექნოლგიური სკოლის (ETH, ციურიხი) წარმომადგენელმა, ნავრიტ ბჰულარმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტისა და ETH -ს ერთობლივი პროექტის შედეგებზე, რომელიც განხორციელდა შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამის Scope-ის მხარდაჭერით. სიმპოზიუმზე წარმოდგენილ სხვა მოხსენებებს შორის, აღსანიშნავია „ხორბლის ქართული ენდემური სახეობები და მათი როლი ხორბლის დომესტიკაციაში“ (მ. მოსულიშვილი, ილიას უნივერსიტეტი), „ხორბლის დაავადებების კვლევა საქართველოში“ (ზოია სიხარულიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახლობის სახელმწიფო უნივერსიტეტი), „ხორბლის სელექციის მიმართულებები საქართველოში“ (ცოტნე სამადაშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) და „ხორბლის სელექცია ფერმერთა მონაწილეობით“ (გურბირ ბჰულარი, FibL, შვეიცარია).

მსგავსი სიახლეები