სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა

04 თებერვალი 2013

4 თებერვალს, ორშაბათს, 16:30 საათზე, დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ახლადშექმნილი მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

მრჩეველთა საბჭო მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის, აკადემიური და მმართველობითი საქმიანობის გამორჩეული გამოცდილების მქონე პირებისგან შედგება.

სხდომაზე საბჭოს წევრებს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე უმაღლესი განათლება; საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოწვევები და კარგი ინსტიტუციური მმართველობა.

საბჭო თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს დაეხმარება სტრატეგიული გეგმების, ძირითადი მიზნებისა და პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბებაში, პროგრესის მიუკერძოებელ შეფასებაში.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საერთო საბჭოს წევრები:

- საბჭოს თავმჯდომარე ბ-ნი ჯეიმს ტომსონი (Jim A. Thomson) - რენდ კორპორაციის (RAND) მეოთხე პრეზიდენტი 1989-2011 წლებში. ამჟამად, ბ-ნი ტომსონი არის საპატიო პრეზიდენტი და რენდის სადოქტორო სკოლის პროფესორი.
- საბჭოს წევრი ბ-ნი გეილ ბიუქენანი (Gale A. Buchanan) - ჯორჯიის უნივერსიტეტის აგრარული სკოლის ყოფილი დეკანი. აშშ სოფლის მეურნეობის მინისტრის (USDA) მოადგილე.
- საბჭოს წევრი ბ-ნი რორი ჰიუმი (Wyatt R. Hume) - ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი (რექტორი), ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) და არაბეთის გაერთიანებული ემირატების უნივერსიტეტის (UAEU) ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილე. ამჟამად, მსახურობს კატარის ფონდში.
- საბჭოს წევრი ბ-ნი პოლ ო’ნილი (Paul H. O’Neill) - აშშ-ის ყოფილი ფინანსთა მინისტრი (US Secretary of Treasury). კორპორაცია ალკოას (Alcoa, USA) ყოფილი პრეზიდენტი.
- საბჭოს წევრი ბ-ნი ნილ სმატრესკი (Neill J. Smatresk) - ნევადის უნივერსიტეტის (UNLV) მოქმედი პრეზიდენტი. 

მსგავსი სიახლეები