სამმა მეცნიერმა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმაჯრვა
03 ოქტომბერი 2017
აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის ახალგაზრდა სამმა მეცნიერმა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმაჯრვა.
სოფიო კობაური – PhD, ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელი, აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი;
თემურ ქანთარია – დოქტორანტი;
თენგიზ ქანთარია – დოქტორანტი, ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
გრანტების ფარგლებში თითოეული მათგანი მიიღებს მონაწილეობას საზღვარგარეთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სადაც ფართო საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარი კვლევების უახლეს შედეგებს.