სამოყვარულო კურსი ჩაუტარეს შატო მუხრანში

17 სექტემბერი 2016

ბენდუქიძის კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულებმა და სტუდენტებმა “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” თანამშრომლებს სხვადასხვა სამოყვარულო კურსი ჩაუტარეს შატო მუხრანის ტერიტორიაზე.

ევექსის თანამშრომლებისათვის ღია ცის ქვეშ განთავსებული იყო 7 სხვადასხვა მაგიდა კულინარიული კურსებისათვის საჭირო ინვენტარითა და პროდუქტებით აღჭურვილი, სადაც კულინარიის აკადემიის ლექტორებმა და კურსდამთავრებულებმა ევექსის თანამშრომლებს ასწავლეს სხვადასხვა კერძებისა და დესერტების მომზადება.

ქვეყნების მიხედვით კულინარიის აკადემიის შემდეგი ლექტორები და კურსდამთავრებულები იყვნენ სამოყვარულო კურსის განმავლობაში შეფ-მზარეულები/შეფ-კონდიტერები: 
• ქართული კერძები - ირკა ქელეხსაშვილი, “თბილი სიოს” და “PAM Club”-ის შეფი; მიშა ავსაჯანიშვილი - Mgroup-ის კონდიტერ-შეფი და “ოტიუმის” შეფი
• ფრანგული კრეპები - ნატა წერუაშვილი, საკონდიტრო ლაბორატორიის “ეკლერის” დამფუძნებელი; თამთა სორდია, საკონდიტრო სკოლის დამფუძნებელი
• ესპანური სამზარეულო - ერეკლე ღონღაძე, კულინარიის აკადემიის შეფი და ლექტორის ასისტენტი
• იაპონური სამზარეულო - მათე ხვიჩია, რომელიც ამჟამად საკუთარი იაპონური რესტორნის გახსნაზე მუშაობს. მანამდე კი იყო იაპონური სწრაფი კვების ობიექტის “უკვეს” შეფი
• ამერიკული სამზარეულო - მიშა დათებაშვილი, ბურგერების რესტორნის “PIPES Burger Joint”-ის დამფუძნებელი და შეფი
• მექსიკური სამზარეულო - ლუკა ნაჭყებია, კულინარიის აკადემიის შეფი და ლექტორის ასისტენტი
• დესერტები: იანა პობედონესცევა, “ლებოვსკის” შეფი და ბურგერების რესტორნის “Burger House”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი; სოფო შუბითიძე - Art Boutique Hotel-ის კონდიტერი.

სამოყვარულო კურსების დასრულების შემდეგ გაიმართა ევექსის თანამშრომლების მიერ მომზადებული კერძების პრეზენტაცია და ასევე, კულინარიის აკადემიის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მოამზადეს მათთვის მრავალფეროვანი, პიკნიკის სტილის ფურშეტი.

ფოტო გადაღებულია სამოყვარულო კულინარიული კურსების დასრულების შემდეგ ევექსის მარკეტინგის და სერვისის დირექტორთან, ნინო ჩიჩუასა და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პრორექტორთან, ნათია სამუშიასთან ერთად.

მსგავსი სიახლეები