საქართველოს ბანკის ბრენდის მართვის დეპარტამენტის დირექტორი კამპუსში

08 აპრილი 2015

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა საქართველოს ბანკის ბრენდის მართვის დეპარტამენტის დირექტორს ალექსანდრე კაცმანს უმასპინძლა.

სტუმარმა მიმოიხილა კომპანიის ქართული ბაზრის თავისებურებანი, სტუდენტებს წარუდგინა TNS-ის კვლევის მონაცემები, კომპანიის მისია, კონკურენტული გარემო და უპირატესობები, მარკეტინგული სტრატეგია და განიხილა კომპანიის მიერ გამოყენებული სარეკლამო რგოლები.

საინტერესო შეხვედრაზე სტუმარმა ისაუბრა კომპანიაში არსებული სამუშაო გარემოს შესახებ. სტუდენტებს მისცა რამდენიმე რჩევა, სწორი მარკეტინგული კამპანიის დასაგეგმად.

ღია ლექციას ორგანიზება აგრარული უნივერსტეტის ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა - დავით იოსავამ, ქეთევან ნანაძემ და გიორგი ჩომახაშვილმა გაუწიეს.

შეხვედრა შედგა პროექტ "მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსშის" ფარგლებში, რომელსაც აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები