საქართველოს და სლოვაკეთის აგრარული უნივერსიტეტები

20 მაისი 2015

18 მაისს კამპუსს  ნიტრას  აგრარული უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) რექტორი, პროფესორი პიტერ ბიელიკი  და პრორექტორი ვლადისლავ ვალაჩი ეწვივნენ.
 
სტუმრებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი, ლაშა გოცირიძე შეხვდა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ორ უნივერსიტეტს შორის.
 
ხელშეკრულება ითვალისწინებს პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის სხვადასხვა საგრანტო პროექტებში ჩართულობას როგორც სამეცნიერო, ასევე საგანმანათლებლო კუთხით, აგრეთვე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის შესაძლებლობას.
 
აგრარულ უნივერსიტეტს მსგავსი სახის მემორანდუმი არაერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელთან აქვს გაფორმებული.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ დოქ. გივი კოჩორაძე, (ICARTI)-ის აღმასრულებელი დირექტორი და ბ-ნი გიორგი გიორგობიანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები