საქართველოს ინოვაციების კვირეული

01 მაისი 2014

23-26 აპრილს ექსპო-ჯორჯიას მესამე პავილიონში გაიმართა საქართველოს ინოვაციების კვირეული, რომელშიც მონაწილეობას თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებიც იღებდნენ.

აგრარული უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი იყო ორი გუნდი. საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები ლაშა გეწაძე, სიმონ ინვია, გიორგი მეშველიანი და დიმიტრი ცხოვრებაძე გამოფენაზე მონაწილეობას იღებდნენ პროექტით ხელთათმანი. გიორგი გაბარაშვილი, დავით პერტაია, ირაკლი იობაშვილი და ოთარ ჯავხიშვილი კი პროექტით ტანკი. გარდა ამისა მონაწილეებს გატანილი ჰქონდათ ლაბირინთების მანქანა, რომელიც ავტომატურად ლახავს დაბრკოლებებს და ასევე სპიროგრაფი.

კვირეულის ფარგლებში ერთმანეთის პარალეურად ტარდებოდა რამდენიმე ღონისძიება, Android, Ios, Web და ჰაკათონი. სტუდენტებმა იქვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიეღოთ მონაწილეობა სხვა ღონისძიებებშიც. ლაშა გეწაძე და ოთო ჯავახიშვილ საერთო იდეით გაერთიანდნენ და შექმნეს აპლიკაცია მაღვიძარა, რომელსაც ფიზიკური აქტივობის გარეშე არ ირთვება, ანუ, ზარის დარეკვის შემდეგ ადამიანმა ტელეფონთან ერთად მინიმუმ 15 მეტრი უნდა გაირბინოს, რომ მაღვიძარა გამოირთოს. შესაბამისად, მიზანიც მიღწეულია - მომხარებელი გამოფხიზლდება.

ავტორებმა, ლაშა გეწაძემ და გიგა წიკლაურმა ჟიურის სპეციალური პრიზიც აიღეს.

კვირეულში მონაწილეობდა თავისუფალი უნივერსიტეტის ორი გუნდი. ერთ-ერთის წევრებმა ელენე მებურიშვილმა და გიგა წიკლაურმა წარმოადგინეს პროექტი ჯარიმა-App, რომელიც წარმოადგენს აპლიკაციას, რისი მეშვეობითაც სისტემა მომხმარებელს ავტომატურად გახსენებს დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის ვადას.

მეორე გუნდმა შემდეგი შემადგენლობით: გვანცა შენგელია, ანა ელიაშვილი, გიორგი ლომიძე, წარმოადგინეს პროექტი 4 & Others. ეს არის ე.წ. ტვინის საჭყლეტი თამაში, რომელიც ერთგვარი გამოწვევაა მეხსიერების შემოწმებისთვის. აპლიკაცია არჩევს ციფრს, გამოაქვს ეკრანზე და მომხარებელს აჩვენებს 0.8 წამით. პირველი ციფრის სწორად შეყვანის შემთხვევაში ჩნდება ახალი ციფრი, რომელიც ასევე 0.8 წამის შემდეგ ქრება. მომხმარებელმა უკვე თანმიმდევრობით უნდა შეიყვანოს პირველი და მეორე ციფრი და ასე გრძელდება მანამ, სანამ მოთამაშეს არ შეეშლება. პირველივე შეცდომაზე თამაში სრულდება და მომხარებელს ენიჭება სპეციალური ქულა.

ცნობისთვის, მონაწილე სტუდენტთა ნაწილი არაა პროგრამისტი და კამპუსში სხვა სპეციალობას ეუფლება, შესაბამისად მათ აპლიკაციის შექმნა ადგილზევე ისწავლეს და წარმატებასაც მიაღწიეს.

 

მსგავსი სიახლეები