საქართველოს კულინარიის აკადემია და ჟურნალი "კულინART" უკვე 1 წელია თანამშრომლობენ

23 ივნისი 2015

"კულინART" პირველი ჟურნალია საქართველოს ბაზარზე, რომელიც კულინარიას, გლამურულ ამბებს, ცნობილი ადამიანების ცხოვრების სტილს, არტსა და სხვა მრავალ საინტერესო თემას აერთიანებს.

"კულინART"-მა სპეციალურად კულინარიის აკადემიის სტუდენტებისათვის 1 წლის წინ შექმნა რუბრიკა "NEWCOMERS", სადაც ყოველ ახალ ნომერში კულინარიის აკადემიის სტუდენტები/კურსდამთავრებულები და მათ მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძები რეცეპტებითაა წარმოდგენილი.

ჟურნალის ბოლო ნომერში თქვენ გაიცნობთ კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულებს:
• გიორგი ჯოხაძეს, რომელმაც სპეციალურად ჟურნალისათვის მოამზადა ორაგულის ფილე ბროკოლის პიურეთი, სტაფილოსა და ჯინჯერის სოუსით და
• გიორგი ჯანყარაშვილს, რომელმაც "კულინART"-სთვის შავი შოკოლადის ტორტი ხილით მოამზადა.

 

მსგავსი სიახლეები