საქართველოს კულინარიის აკადემიის სტუდენტების მორიგი წარმატება

07 მაისი 2015

კულინარიის აკადემიის სტუდენტები თამარა გოდერძიშვილი და მიშა ავსაჯანიშვილი იკავებენ წამყვან პოზიციებს სასტუროებისა და რესტორნების მენეჯმენტის ჯგუფის - Mgroup-ის ქსელში.

კულინარიის აკადემიის სტუდენტი თამარა გოდერძიშვილი გახდა Mgroup-ის რესტორნის OTIUM-ის შეფ-მზარეული. მის ფუნქციებშია რესტორნის სამზარეულოს მართვა (კერძების შექმნა-მომზადება, მენიუს შემუშავება, დამხმარე მზარეულების მენეჯმენტი). თამარამ გაიარა კულინარიის აკადემიის მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამა. კულინარიის აკადემიაში ჩაბარებამდე, ის მუშაობდა მულტიმედია დიზაინის მიმართულებით.

კულინარიის აკადემიის სტუდენტი მიშა ავსაჯანიშვილი დაინიშნა Mgroup-ის შეფ-კონდიტერად. მის ფუნქციებშია Mgroup-ის რესტორნებისათვის დესერტების შექმნა. მიშამ გაიარა კულინარიის აკადემიის როგორც მზარეულის, ისე კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამები. კულინარიის აკადემიაში ჩაბარებამდე, მიშა მუშაობდა რამდენიმე კომპანიის ფინანსისტად.

მსგავსი სიახლეები