საქართველოს ნაკრების ტრიუმფი გამომგონებლების საერთაშორისო ტურნირზე

29 აგვისტო 2014

22-27 აგვისტოს, კიუსტენდილში (ბულგარეთი) ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო ტურნირი მოსწავლეთა შორის, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებდა.

მოსწავლეები შეირჩა ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის №42-ე საჯარო სკოლიდან, ვ. კომაროვის თბილისის №199-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლიდან და ა. რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41-ე ფიზიკა-მათემატიკის სკოლიდან.

საქართველოს ნაკრები ტურნირის დაწყებისთანავე ლიდერთა შორის მოექცა და დასკვნით დღეს მასპინძელი, ბულგარეთის ნაკრები დაამარცხა, რამაც პირველი ადგილი მოუტანა.

ქართული გუნდი ცოდნის ფონდის, განათლებისა და მეცნიერების სამინისიტროს და ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით გაემგზავრა ტურნირზე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: გიორგი ხომერიკი (კაპიტანი), მიშიკო თექთუმანიძე, მარიამ ფესტვენიძე, ეკა დადიანი, გვანცა ცუცხაშვილი და ჯაბა ორთოიძე.

მწვრთნელები: გუგა მიქაბერიძე - თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტი, ნიკა საბაშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა ულოცავს ნაკრების წევრებს ღირსეულ გამარჯვებას.

მსგავსი სიახლეები