საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაცია
08 ივლისი 2014
6 ივლისს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა "საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის" ოფიციალური პრეზენტაცია.
პრეზენტაცია წარმოადგიანა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა დავით გოდერძიშვილმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ, ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ, ასევე, ამერიკის საელჩოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, კერძო სავეტერეინარო კომპანიებმა, რეგიონალურმა სავეტერინარო ასოციაციებმა, ვეტერინარიის დარგში მოღვაწე პროფესორ მასწავლებლებმა და სხავადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრებმა.
ღონისძიების დასასრულს შედგა სერთიფიკატების გადაცემის ოფიციალური ცერემონია.