სასამართლომ კახა ბენდუქიძის ფონდის სარჩელი ეკონომიკის სამინისტროს წინააღდეგ სრულად დააკმაყოფილა

11 ოქტომბერი 2014

9 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ეკონომიკის სამინისტროს დაევალა აღიაროს კახა ბენდუქიძის მიერ შექმნილი ცოდნის ფონდის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულების პირნათლად შესრულება.

კახა ბენდუქიძის დაფუძნებულმა ცოდნის ფონდმა 9 მილიონ ლარად და 8 მილიონი ლარის ინვესტიციის ვალდებულებით ქონება შეიძინა, სადაც ამჟამად აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტებია განთავსებული. ფონდმა 2 წლის განმავლობაში უნივერსიტეტში მრავალმილიონიანი ინვესტიცია ჩადო და საინვესტიციო ვალდებულება გადაჭარბებით შეასრულა, რაც სამმა მაღალკვალიფიციურმა აუდიტორულმა კომპანიამაც (მათ შორის ორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ) დაადასტურა. ეკონომიკის სამინისტრომ კანონის სრული დარღვევით და სრულიად უსაფუძვლოდ არაფერი გააკეთა ამ ინვესტიციის აღიარებისათვის.

სარჩელი სამინისტროსგან ინვესტიციის აღიარებას და ხელშეკრულების პირობების შესრულების დადასტურებას ითხოვდა და სრულად დაკმაყოფილდა. ეკონომიკის სამინისტროს დაევალა აღიაროს საინვესტიციო ვალდებულების შესრულება და სრულად აანაზღაუროს ამ დროის განმავლობაში უნივერსიტეტისთვის მიყენებული ზარალი.

მსგავსი სიახლეები