სასტუმრო Holiday Inn-ის მენეჯმენტი კამპუსში

20 მაისი 2014

19 მაისს კამპუსს სასტუმრო Holiday Inn-ის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი - ნინა ბართაია ეწვია, რომელიც კულინარიის აკადემიის სტუდენტებს შეხვდა და სასტუმროების სპეციფიკის შესახებ მასტერ-კლასი ჩაატარა.

სტუმარმა ლექციაზე Holiday Inn-ის ჩამოყალიბებისა და შექმნის ისტორიაზე, ასევე, დასაქმებისა და სტაჟრებაზე აყვანის სტანდარტებზე ისაუბრა.

შეხვედრის ბოლოს შედგა გასაუბრება სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან. შედეგადაც, აკადემიის კურსდამთავრებულებიდან ოთხი მათგანი სასტუმრო Holiday Inn-ის რესტორანში მზარეულისა და მზარეულის ასისტენტის პოზიციაზე დასაქმდა, ხოლო სამი სტუდენტი სტაჟირებას გაივლის.

ნინა ბართაიას განცხადებით, მომავალში Holiday Inn სამი ახალი სასტუმროს გახსნას გეგმავს და მზარეულების გარდა დაინტერესებულია აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სხვა ფაკულტეტების სტუდენტებითაც.

სწორედ ამ მიზეზით, სასტუმროს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი კამპუსს უახლოეს მომავალშიც ეწვევა.

მსგავსი სიახლეები