სასტუმრო Holiday Inn-მა კულინარიის აკადემიის 5 სტუდენტი დაასაქმა
07 მაისი 2015
საქართველოს კულინარიის აკადემიის 5 სტუდენტი დასაქმდა სასტუმრო Holiday Inn-ში, რომელიც წარმოადგენს სასტუმროების საერთაშორისო ქსელს.
კულინარიის აკადემიამ სტუდენტები გააგზავნა Holiday Inn-ის რესტორანში 1-თვიან პრაქტიკებზე. პრაქტიკის დაწყებიდან 1 კვირიანი დაკვირვების შემდეგ Holiday Inn-მა ხუთივე სტუდენტი აიყვანა სამსახურში.
კულინარიის აკადემიის სტუდენტებმა თენგო ეთერიამ, მარი გაგუამ, ეკა დარბუაშვილმა და ტომას სიარგიმ წარმატებით გაიარეს კულინარიის აკადემიის მზარეულის აკრედიტებული პროგრამა, ხოლო ქრისტინა მაკაროვამ კი - კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამა.