სასტუმრო Holiday Inn-მა კულინარიის აკადემიის კიდევ 5 სტუდენტი დაასაქმა
28 მაისი 2015
საქართველოს კულინარიის აკადემიის კიდევ 5 სტუდენტი დასაქმდა სასტუმრო Holiday Inn-ში, რომელიც წარმოადგენს სასტუმროების საერთაშორისო ქსელს.
კულინარიის აკადემიამ სტუდენტები გააგზავნა Holiday Inn-ის რესტორანში 1.5-თვიან პრაქტიკებზე. პრაქტიკის დაწყებიდან 3-კვირიანი დაკვირვების შემდეგ Holiday Inn-მა ხუთივე სტუდენტი აიყვანა სამსახურში.
კულინარიის აკადემიის სტუდენტებმა ტატა თოხაძემ, ლიკა კახიანმა, მარი ეფრემიძემ, თიათია ხუციშვილმა და ჯაბა ბიბილაშვილმა წარმატებით გაიარეს კულინარიის აკადემიის მზარეულის აკრედიტებული პროგრამა.
Holiday Inn-ში უკვე კულინარიის აკადემიის 10 სტუდენტი მუშაობს.