სატყეო მიმართულების მაგისტრანტები აშშ-ში გაემგზავრებიან

14 მარტი 2019

აგრარული უნივერსიტეტის სატყეო მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, ელიზავეტა ავოიანი და სოფიო გოგიბედაშვილი აშშ-ში გაემგზავრებიან.
 
ელიზავეტა და სოფიო მონაწილეობდნენ International Forestry Fellows Program (IFFP)-ში, რომელსაც აშშ-ს სატყეო სამსახური (US Forest service USFS) ახორციელებს.
 
ორივე მათგანი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას 5 თვით აშშ-ში, კალიფორნიის უნივერსიტეტში (University of California, Davis) გაივლიან.
 
მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად ამერიკული მხარე აანაზღაურებს.
 
IFFP მომავალ წელსაც გამოაცხადებს კონკურსს და სატყეო საქმის სპეციალობის სტუდენტებს კვლავ ექნებათ კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება. 

მსგავსი სიახლეები