სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსის სტუმრობა კამპუსში

24 მარტი 2015

23 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს აგრარული და საბუნებისმეტყველო სკოლის ინციატივით ესტუმრნენ: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, სატყეო დარგში გერმანელი ექსპერტი დიტერ მულერი და გარემოსდაცვითი განათლების დეპარტამენტის უფროსი ნატა სულთანიშვილი.

შეხვედრაში ესწრებოდნენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

სტუმრებმა ისაუბრეს ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) შესახებ საქართველოში, სააგენტოს მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ, ასევე სატყეო დარგისა და მეტყევის პროფესიის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. ყურადღება გაამახვილეს სატყეო საქმის სპეციალობის კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროებზე და პერსპექტივებზე.

აქვე აღნიშნა რომ, აგრარულ უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის მაგისტრანტმა წარმატებით გაიარა გასაუბრება და გაივლის სტაჟირებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სატყეო პოლიტიკის სამსახურში, ასევე სატყეო საქმის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები გაივლიან პროფესიულ პრაქტიკას სამინისტროს რეგიონალულ სატყეო სამმართველოებში.

შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო გარემო, ლაბორატორიები და მუზეუმი.

მსგავსი სიახლეები