საველე პრაქტიკები სტუდენტებისთვის

10 ივლისი 2013

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების 600-ზე მეტი პირველკურსელი სტუდენტი პრაქტიკაზე საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გაემგზავრა. 10 ივლისს დაწყებული საველე პრაქტიკის დროს სტუდენტები გაეცნობიან დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, დაასუფთავებენ და მოაწყობენ სარეკრეაციო ზონებს ტურისტებისთვის, დაეხმარებიან ადგილობრივ თემებს და განახორციელებენ დაცული ტერიტორიების პატრულირებას რეინჯერებთან ერთად. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, საფუძველს უყრიან პრაქტიკული განათლების ინოვაციურ მიდგომას. პროექტის ფარგლებში სტუდენტების 3 ნაკადი დაცულ ტერიტორებზე 10 დღეს გაატარებს. კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს განუვითაროს საველე პირობებში გამოწვევებთან გამკლავებისა და ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევები. ასეთი პრაქტიკა ყოველ წელს ჩატარდება ახალი თაობის სტუდენტებისათვის. უნივერსეტეტები მადლობას უხდიან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლობისათვის.

მსგავსი სიახლეები