საველე სკოლა ნიადაგმცოდნეობაში

04 დეკემბერი 2013

2013 წლის 1 დეკემბერს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის სახელობის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის ინიციატივით ქვემო ქართლში ჩატარდა ნიადაგმცოდნეობაში საველე სკოლის მორიგი სხდომა.

საველე სკოლის მონაწილეები - საქართველოს აგრარული, ივანეჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, ილიასსახელმწიფო და გორის სახელმწიფო-სასწავლოუნივერსიტეტების სტუდენტები - გაეცნენ დამლაშებულ ნიადაგსრუსთავის მიდამოებში, მაშავერას ხეობაში წყლების და ნიადაგების დაუშვებულ დაბინძურებას (სპილენძის შემცველობა 200-ჯერ აღემატება ევროკავშირის დასაშვებ ნორმებს, თუთიის - 25-ჯერ და კადმიუმის 11-ჯერ), გვიანა პლიოგენის (1,7 – 1,8 მილიონი წელი) ვულკანური (დოლერიტი) ნაკადის ქვეშ ნამარხ ნიადაგს დმანისის მიდამეობში.

საველე სკოლის ლექტორები იყვნენ: აკადემიკოსი თენგიზ(გიზო)ურუშაძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის სახელობის ნიადაგმცოდნეობის აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი, ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ლეო ჯორბენაძე, მეცნიერ მუშაკი რუსუდან კახაძე; აგრარული უნივერსიტეტის აკადემიური დოქტორები თამარ ქვრივიშვილი და ნინო ნიკოლეიშვილი.

მორიგი საველე გასვლები იგეგმება მცირე კავკასიონზე -თეთრი წყაროს მიდამოებში.

მსგავსი სიახლეები